ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ჰოლანის გამოუყენებელი პენალტი და გოლი - ნახევარფინალისტთა წყვილები გაირკვა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ორი საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი ჩატარდა და ნახევარფინალური წყვილები გაირკვა.

„მანჩესტერ სიტი“ სახლში 3:0 გამარჯვების შემდეგ, სტუმრად დაუზავდა „ბაიერნს“ (1:1) და ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მეოთხედ გავიდა 1/2-ფინალში.

პირველ ტაიმში უპამეკანოს გამო „ბაიერნი“ ორჯერ გადარჩა - ჯერ მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო წითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, შემდეგ კი გიუნდოგანის დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და ჰოლანმა პენალტი ვერ გამოიყენა. მან კარიერაში 36 თერთმეტმეტრიანიდან მხოლოდ 3 გააფუჭა. თუმცა 57-ე წუთზე ნორვეგიელი ზომერთან პირისპირ გაიჭრა და „ქალაქელები“ დააწინაურა.
83-ე წუთზე პენალტი უკვე ედერსონის კარში დაინიშნა და კიმიჰმა ანგარიში გაათანაბრა.

„ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „ბენფიკასთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში 5:3 გაიმარჯვა და ლისაბონური გუნდის ბარიერი გადალახა. "ნერაძური" 13 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ნახევარფინალში.

ნახევარფინალში „ინტერი“ „მილანს“, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ „რეალს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩები 9-10 მაისს გაიმართება, საპასუხოები კი - 16-17 მაისს.

. გვარდიოლა მწვრთნელის რანგში სარეკორდოდ, მეათედ გავიდა ნახევარფინალში.
. ჰოლანმა ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა (15 გოლი). ის 12 გოლით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირია.
. დე ბრუინმა ამ სეზონში 23 საგოლე გადაცემა გააკეთა და თავისი რეკორდი განაახლა.
. "სიტი" ბოლო 15 შეხვედრაში დაუმარცხებელია - 12 მოგება და 3 ფრე.

მიუნხენი. „ალიანც არენა“. 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - მანჩესტერ სიტი 1:1
გოლები: 0:1 ჰოლანი (57), 1:1 კიმიჰი (83, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ჰოლანი (37)

მილანი. „სან სირო“. 75 380 მაყურებელი
ინტერი - ბენფიკა 3:3
გოლები: 1:0 ბარელა, 1:1 ეურსნესი (38), 2:1 მარტინესი (65), 3:1 კორეა (78), 3:2 ანტონიუ სილვა (86), 3:3 მუსა (90+5)

მკითხველის კომენტარები / 9 /
გეთანხმებით, რომ ამ მატჩში ოსიმენზე და მეკარეზე ძლიერი ნამდვილად არ ყოფილა კვარაცხელია, მაგრამ თქვენი შეფასება, ჩემი აზრით, მაინც ზედმეტად კრიტიკულია -"კვარამ კი ამ გაფუჭებული პენალტით გუნდი ფაქტიურა ჩაძირა,დაუკარგა ბოლო გაბრძოლების შანსი და ფაქტობრივად ჩატოვა მე-4 ფინალში" და ა.შ. ბიჭი ისედაც დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება. ბოლო-ბოლო ასეთი კრიტიკა იტალიელებისგან არ გაჟღერებულა, პირიქით, მისაბაძი იყო გუნდის მწვრთნელისა და კაპიტნის ხვიჩასადმი ნათქვამი გამამხნევებელი სიტყვები და კომენტარები.
გიორგი
17:40 20-04-2023
0
კვარას ჰეიტერებს შევხსენრბ რომ რაკყვთან მგონი პენალტი ვერ გაიტანა. მაგრამ ამის მერე ის კიდევ უფრო ძლიერი გახდა. ახლაც იგივე მოხდება
ხვიჩა უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება
ვანჩოპე
16:20 20-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული