დიდი მატჩი მადრიდში ფრედ დასრულდა - ყველაფერი "ეტიჰადზე" გადაწყდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის 1:1 დასრულდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, ორჯერ „სამეფო გუნდი“ მეკარე კურტუამ გადაარჩინა, სადღაც შუა პირველ ტაიმში თამაში მეტნაკლებად გათანაბრდა, მასპინძლებმა სწრაფი კონრიერიშების განხორციელება დაიწყეს და ვინისიუსმა შორიდან გაუტანა ედერსონს.

შესვენების შემდეგ პირისპირ გასულ დე ბრუინს დუელი კურტუამ მოუგო, თუმცა შემდეგ ბელგიელმა საჯარიმოს გარედან მაინც დალაშქრა თანამემამულის კარი. "ბლანკოსმა" შეტევებით უპასუხა, ბენზემას და ტჩუამენის დარტყმული ბურთები ედერსონმა მოიგერია და დაძაბული შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება
17 მაისს გაიმართება.

. "სიტი" ბოლო 21 მატჩში დაუმარცხებელია - 17 მოგება და 4 ფრე.
. "რეალს" "სიტისთან" უკანასკნელ 5 შეხვედრაში 1 მოგება აქვს.
. დე ბრუინმა ტურნირის პლეი-ოფში 11 გოლი გაიტანა, რაც "სიტის" რეკორდია.
. ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე 190-ე მატჩი ჩაატარა და ფერგიუსონის რეკორდი გაიმეორა.
. ვინისიუსმა მიმდინარე ტურნირზე მეშვიდე გოლი გაიტანა და მხოლოდ ჰოლანსა და სალაჰს ჩამორჩება.
. 20 წლის კამავინგა ნახევარფინალში ყველაზე ახალგაზრდა საგოლე გადაცემის ავტორია.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 63 485 მაყურებელი
რეალი - მანჩესტერ სიტი 1:1
გოლები: 1:0 ვინისიუსი (36), 1:1 დე ბრუინი (68)

მკითხველის კომენტარები / 19 /
შემდეგ წელს პსჟ_ს და მბაპეს წელი იქნება. ასე რო "დიდო კლუბებო" დროებით გიხაროდეთ.
PSG
10 მაისი 2023 08:40
17

სიახლეები პოპულარული