გვარდიოლას შედევრი - "სიტიმ" "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ სახლში „რეალი“ 4:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გავიდა ფინალში.

დებიუტში მასპინძლებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს, ჰოლანის თავური მეკარე კურტუამ ორჯერ მოიგერია, შემდეგ კი ბელგიელი პირისპირ გასულ ბერნარდუ სილვასთან ვერაფერს გახდა. ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე ხელის შეშლას ცდილობდა, „სიტიმ“ დაწინაურების მერე ტემპი ოდნავ დააგდო, სტუმრებს შეტევების საშუალება მიეცათ და კროოსის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო საპასუხო იერიშისას ბერნარდუ სილვამ დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მანჩესტერელები პრაგმატულად ირჯებოდნენ, ფრთხილობდნენ, შანსს ელოდნენ, გიუნდოგანმა ქუსლური პასით
ჰოლანი კურტუას ერთი-ერთზე შეჰყარა და ამჯერად ხარიხამ მადრიდელები იხსნა. ცოტა ხანში კი დე ბრუინის მიერ ჩაწოდებულ ბურთს მილიტაომ საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი, ბოლოს შეცვლაზე შესულმა ალვარესმაც გაიტანა, 4:0 და დღევანდელ დაპირისპირებაში უკეთესმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

10 ივნისს სტამბულში ჩასატარებელ ფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ინტერს“ შეხვდება - ეს გუნდები ამ ტურნირზე ერთმანეთს არასოდეს დაპირისპირებიან.

. დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უეფამ თავის "ტვიტერზე" "რეალისა" და "ინტერის" ფინალი დაანონსა, თუმცა შემდეგ წაშალა.
. 0:4 2009 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა - მაშინ "ლივერპულმა" ასეთივე ანგარიშით მოუგო.
. გვარდიოლა მეოთხედ გავიდა ფინალში - ორჯერ მოგებული აქვს.
. ანჩელოტიმ გვარდიოლასთან ბოლო 8 მატჩიდან 6 დათმო.
. "სიტი" ბოლო 23 შეხვედრაში დაუმარცხებელია (19 მოგება და 4 ფრე) და 21 მაისს შეუძლია პრემიერლიგის გამარჯვებული გახდეს.
. ანჩელოტიმ ტურნირზე 191-ე შეხვედრა ჩაატარა და ფერგიუსონის რეკორდი დაამხო.
. დე ბრუინმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე საგოლე გადაცემა გააკეთა, ვინისიუსს გაასწრო და ამ მაჩვენებლით საუკეთესოა.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52 313 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - რეალი 4:0
გოლები: 1:0 ბერნარდუ სილვა (23), 2:0 ბერნარდუ სილვა (37), 3:0 მილიტაო (76, საკ. კარში), 4:0 ალვარესი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 48 /
ესეც შენი რეალი.გუნდი რომელიც სიტის ფეხბურთელებს ფეხბურთის თამაშში უბრალოდ ხელს უშლიდა. გაუმართლა შარშან,აღარ გაუმართლა წელს.
თომა
18 მაისი 2023 01:06
30
14 წლის ბავშებისთვის ურთულესი ხამეა. რუნი მართალი ყოფილა. მადრიდულმა ევერტონმა ვერაფერი გააკეთა . ცალკარაა თამაში იყო ფაქტიურად. ინტერი უფრო მაგრა დაუდგება ამ სიტის. ლა ლიგა რამდენიხანია სოფლის ჩემპიონატია რაც მესი და რონალდო იქიდან წავიდნენ არანაირი მუხამი მაგ ჩემპიონატის ყურებას აზრი არ აქ. იმიტომაა სულ ვლაპარაკობ კვარაცხელია ან ნიუკასლში ან ლივერპულში უნდა წავიდეს და უძლიერებთან ითამაშოს. ხეტაფესთან და კრემენოზებთან არასდროს გაიზდება. ადრე ესპანეთის ჩემპიონატი დომინირებდა და ინგლის ხევდა რასაც ქვია. მაგრამ დრო იცვლება. მარტო 14 წლის ტიკტოკერებისთვის ერთიდაიგივე წელია ყოველთვის.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
18 მაისი 2023 01:05
26
და საკვირველი რატო იყო ერთი?
ზვიადი
18 მაისი 2023 01:02
17
ადმინ რაღაც გინდა თქვა მაგრამ არ გამოგდის, სიტის აქებ და სათაური "ძლევაი საკვირველი" არაადეკვატურია, ეგ თბილისის დინამოს რომ მოეგო რეალისთვის მაშინ უნდა დაგესათაურებინა მსგავსად
Juve
18 მაისი 2023 00:58
0
ინტერია ამათი გამჩერებელი? :დ
მეზღვაური
18 მაისი 2023 00:53
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული