ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა: კვარაცხელიას "ნაპოლი" ჯგუფში "რეალთან" მოხვდა, "შახტარი" "ბარსელონასთან", "კოპენჰაგენი" - "ბაიერნთან"

AutoSharing Option
მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირზე ოთხი ქართველის გუნდი მიიღებს მონაწილეობას: "ნაპოლი" (ხვიჩა კვარაცხელია), "შახტარი" (ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი) და "კოპენჰაგენი" (დავით ხოჭოლავა) - გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:

A ჯგუფი: "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "კოპენჰაგენი", "გალათასარაი"
B ჯგუფი: "სევილია", "არსენალი", პსვ, "ლანსი"
C ჯგუფი: "ნაპოლი", "რეალი", "ბრაგა", "უნიონი"
D ჯგუფი: "ბენფიკა", "ინტერი", "ზალცბურგი", "სოსიედადი"
E ჯგუფი: "ფეიენოორდი", "ატლეტიკო", "ლაციო", "სელტიკი"
F ჯგუფი: პსჟ, "დორტმუნდი", "მილანი", "ნიუკასლი"
G ჯგუფი: "მანჩესტერ სიტი", "ლაიფციგი", "ცრვენა ზვეზდა", "იანგ ბოიზი"
H ჯგუფი: "ბარსელონა", "პორტუ", "შახტარი",
"ანტვერპენი"

ჯგუფური ეტაპის პირველი ტური 19-20 სექტემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ეხლა ყველაფერი ხვიჩაზეა დამოკიდებული გაისად სად ითამაშებს, ორი თამაში დავივიწყებ რომ 40 წელი რეალს ვგულშემატკივრობ ოღონდ ამან რეალს შეუსრულოს და პერესი უეჭველი მბაპეს მაგივრად ხვიჩაზე გადაერთვება
მამუკა
21:01 31-08-2023
4
ჩვენი ხვიჩას ოცნება მგონი ნელ-ნელა სრულდება, რეალი თვითონ მოვიდა ხვიჩასთან, შესამოწმებლად.
ხვიჩა, ახლა შენი ოცნების ასრულება შენზეა დამოკიდებული, გაასმაგებით უნდა ივარჯიშო და სხვა ყველაფერი გადადო, მთელი გონებით გადაერთე მხოლოდ ფეხბურთზე და შენი და ჩვენი ოცნებაც, ასრულებადია.
მალხაზ ჯობავა
22:27 31-08-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული