დავიდ ალაბა "ნაპოლისთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, მცველი დავიდ ალაბა "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" მატჩში ვერ დაეხმარება.

მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ნეაპოლში ტრავმირებული ალაბას ნაცვლად "კასტილიას" 21 წლის მცველ ალვარო კარილიოს წაიყვანს, რომელიც "ჟირონასთან" მოგებულ შეხვედრაში განაცხადში იყო.

ამჟამად "რეალს" ტრავმირებული ტიბო კურტუა, ედერ მილიტაო და არდა გიულერი ჰყავს.

ამ სეზონში ალაბამ ყველა ტურნირზე 8 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული