"ვარჯიშზე ყველაზე დიდი დრო ამას დავუთმეთ" - რა თქვა პოლიტანომ "ბარსელონასთან" მატჩამდე?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ნაპოლი" "ბარსელონას" ესტუმრება. "პარტენოპეის" გარემარბმა მატეო პოლიტანომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა გუნდმა თერთმეტმეტრიანების შესრულებაზე ბევრი ივარჯიშა.

"ბარსელონას" შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, პირველი მატჩის პირველ ნახევარში მეტოქემ დიდი პრობლემები შეგვიქმნა. თუ დაცვიდან ვითამაშებთ, დავისჯებით, რადგან "ბარსა" ყველაზე სახიფათო მაშინაა, როდესაც ბურთს ფლობს.

მატჩის წინ ყველაზე მეტად პენალტებზე ვივარჯიშეთ, თუმცა იმედი მაქვს, შეხვედრას ძირითად დროშივე მოვიგებთ", - განაცხადა პოლიტანომ.

აღნიშნული შეხვედრა 13 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

altროგორი იქნება "ბარსელონასა" და "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობები?

altდებოში

ბარსელონაში - დე ლაურენტისი აბობოქრდა [VIDEO]

altკალცონა კვარაცხელიაზე: არ გეთანხმებით, "ტორინოს" წინააღმდეგ მარტო მას არ უთამაშია

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს პრიშჩიკი რით ვერ ამოიღო ამ დალოცვილმა, იცო ხო ტელევიზიები მოდიან ხალხი გიყურებს, ყველა მანდ იქნება, იმედი, რუსთავი2, ფორმულა, კავკასია, ცოტა მოიწესრიგე თავი რაა.
ვაჟიკო
12 მარტი 2024 20:12
4
რა სასაცილოა ეს პოლიტანო, ამბობს "ბარსა ყველაზე საშიში მაშინაა, როცა ბურთს ფლობსო". კინაღამ კუჭი გამისკდა სიცილით. ბურთის გარდა, აბა რა უნდა ჰქონდეს ბარსას - ნაღმსარტყოცნი?
გურამი
12 მარტი 2024 19:50
3
თუ ატყობენ რომ საქმე შეიძლება პენალტებამდე მივიდეს მარტო, მაშინ ვარჯიშობენ პენალტების დარტყმებზე? სხვა შემთხვევაში თავს არ იწუხებენ?ცოტა გაუგებარია.
ბადრი
12 მარტი 2024 18:32
1
ძალიან ცოტა შანსი აქვს ნაპოლის ასეთი უსუსური მეკარის და დაცვითი ხაზით, რომ შემდეგ ეტაპზე გააღწიოს. მანც კარგი იქნება თუ ხვიჩა ითამაშებს კარგად
giorgi 3
12 მარტი 2024 18:06
1
ნაპოლის შემდეგ ეტაპზე გასვლა 2,4(?)
წავალ ისევ ბოსტანში ვიმუშავებ ჯობია,უეჭველი წამოვა
Levani
12 მარტი 2024 15:18
3
პენალტებში ვარჯიში აუცილებლად სჭირდებათ, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს, განსაკუთრებით მამარდაშვის. იმედია სანიოლი მიაქცევს ყურადღებას. წარმატებები ბიჭებს.
გიზოგ
12 მარტი 2024 14:10
2
არ მჯერა პენლებამდე მივიდეს. დამატებით დროში ნაპოლია ფავორიტი სკამი არააქ ბარსას
beqa
12 მარტი 2024 13:18
6
მეც ნაპოლის ქომაგი ვარ ხვიჩას გამო. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ კომენტარში არ გეთანხმებით, რადგან შემადგენლობით ბარსა ნაპოლიზე ერთი თავით მაღლა დგას მინიმუმ. ნაპოლის უსუსტესი დაცვა ყავს და ამ ტურნიროს ამ ეტაპისთვის სუსტი ნახევარდაცვა. გამართლებაა საჭირო და თანაც ნაპოლის თამაში უნდა წაუვიდეს. მინდა პირველრიგში ხვიჩამ ისევ გაიბრწყინოს!…
ალექსი
12 მარტი 2024 14:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული