"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
შოთა შვილო, არ დათმო ეგ პარლამენტარის სავარძელი, მაგიური ძალა აქვს. მშიერი? უნიფხვო და კალოშებით ჩაჯდები შიგ და ჰოი საოცრებავ, ეგრევე მაძღარი და გასუქებული წამოდგები, ჯიბესავსე, პატივმოყვარე, გაზულუქებული და ინტელექტით თავგამოტენილი. მერე იწყებ კანონების წერას (წერა კი არ იცი, მაგრამ მაინც, სხვები დაწერენ, შენ მარტო ღილაკზე მიაჭერ თითს, ოღონდ ფერები არ უნდა აგერიოს, დალტონიკი ხო არ ხარ შე კაცო?) და ბუდუსნაირი ახალგაზრდა ბიჭების დარიგებას. მაგ სავარძელს სანთელი უნდა დაუნთო ხოლმე ხანდახან, თორემ შეიძლება ჩემსავით დაგემართოს: დამავიწყდა დანთება და ქეც გადმომაგდეს. მუდამ გახსოვდეს ეგ სავარძელი, თბილი, რბილი, ეჰ, რო მახსენდება, რამდენ იდიოტ გაუნათლებელს ჩასძინებია შიგ, პახმელიაზე. მოეფერე ხოლმე ხანდისხან, ნაზად გადაუსვი ხოლმე ხელი სახელურებზე, ბოლომდე შეიგრძენი მისი ძალა და მაგია. ვოლსკი მომიკითხე. მარად თქვენი კომუნისტური პარტიის ბელადი - თეთრი მელა, ედიკა.)))
ედურდ შევარდნაძე
03 მაისი 2024 14:55
3
ეს კაცი ქართველი ახალგაზრდების ფურთხადაც არ ღირს
იდნხ
03 მაისი 2024 11:50
11
აქ ვინც ტროლებად მოქმედებთ თქვენი . . .
ნიკა
03 მაისი 2024 13:46
3
ვისაც არ გახსოვთ გეტყვით, რომ ეს ახალგაზრდების დამრიგებელი.უგანათლებულესი და პატრიოტი კაცი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა მოსკოვის ოლიმპიადაზე 1980 წელს. მაშინ როდესაც ნახევარმა მსოფლიომ ბოიკოტი გამოუცხადა სსრკ ს და მოსკოვის ოლიმპიადას.რა ქნას აქვს ნოსტალგია რუსეთის. სსრკ დრო იყო მისთვის ოქროს ხანა მოახმაროს ღმერთმა მშვიდობაში ჩვენ თავი დაგვანებონ მისთანებმა ვისაც რუსეთის გარეშე არ შეუძლია...ბუდუს და ბიჭებს ყველამ თავი დაანებეთ ისინი უკვე გმირები არიან რამდენიც არ უნდა ლანძღოთ.
დალიკა
04 მაისი 2024 00:31
16
რას აკეთებთ,უტვინოებო! მთავრობაში თავამოყოფილნო!მამა-პაპათა საუკუნეების ოცნებას ,ლაჩრულად უსპობთ, თქვენივე ხალხს,სპობთ სწრაფვას თავისუფლებისკენ, დღეს ევროპარლამენტმა,უმრავლესობით შეაჩერა მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე,სანამ ამ რუსული კანონის ასლს არ გავაუქმებთ,პირველი ექვსი თავი ამ დიქტატორული კანონისა,სიტყვა სიტყვით გამეორება,რომ არის აგრესორის "ნაჯღაბნისა"ვითომ ფინანსური გამჭვირვალების თაობაზე.დღესვე,ამერიკის მთავრობამ უარი განაცხადა,საქართველოს დღევანდელი ვითომ "პრემიერმინისტრის"ოფიციალურ მიღებაზე,მისი უახლოესი ვიზიტის გაუქმებით,შეერთებულ შტატებში.ვერანებო,რას აკეთებთ.....
მ.ზ.
04 მაისი 2024 01:27
18
მენატრები შოთა. ბიჭო, ჩამოდი რაააა.)))
თინა კანდელაკი
03 მაისი 2024 13:42
4
ივანიშვილის ქველმოქმედების სქემა აგებულია ბიუჯეტიდან მოპარულ ფულზე.ყველა მნიშვნელოვანი ფირმა დაფიქსირებული აქვს ოფშორებში რათა საქართველოს ბიუჯეტში გადასახადები არ გადაიხადოს.მოტეხილი თანხიდან მცირე ნაწილს "ქველმოქმედებაში" ხარჯავს.ახლა როცა დასანქცირების საფრთხე შეექმნა მიაღებინა კანონი რომ ოფშორებიდან გადმორიცხულ ფულზე 18% არ გადაიხადოს.მოკლედ მაგარი გაიძვერაა.
mani
03 მაისი 2024 11:52
3
შოთა ხაბარელს კარგად თუ დააკვირდებით შუბლზე, გაწყვეტილ ძარღვს აღმოაჩენთ...სხვათა შორის ამათთვის ბი-ძინა ცოტაა...ის მეტია ქოც სექტისთვის...ტრიძინა,კვატროძინა,პენტაძინა,ჰექსაძინა და ა.შ. უსასრულობამდე.
paf-paf
03 მაისი 2024 14:53
2
ბ-ო შოთა დიდი პატივისცემის მიუხედავად, პოლიტიკას პოლიტიკოსებმა მიხედონ
Koba-Koba
03 მაისი 2024 19:18
12
განსაკუთრებით, საქართველოში !
ეეჰ, ბატონო შოთა !
თქვენ და ხელისუფლებას, დიდი ხანია აღარ გესმით ხალხის და მარტო თქვენი პირადი მერკანტილური ინტერესებით მოქმედებთ ...
მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ ეს არ წაიკითხოთ, მარა
თუ ვინმე, ხელისუფლების და საოცრად გაზრდილი ამდენი გაზულუქებული მთავრობა- პარლამენტის წევრთა მხარდამჭერი მაინც წაიკითხავს,
იქნებ დაფიქრდეთ , რომ
დამკვირებული - "ოღონდ და სანამდე მე ვიყო კარგად", ა რ ვ ა რ გ ა !

ყოფიერება განაპირობებს ცნობიერებას !
03 მაისი 2024 17:09
5
ჰო,ხალხისა ნაცებს ესმით კარგად.შეუგნებელი ბრბოაო და მართლებიც ყოფილან.ნაცებმა მაგათი ენა და წამალიც კარგად იციან,ქუჩაში ზურგზე ბოლი და იზოლატორში,ნეკნების და ღვიძლის ჩანგრევა.არც რეზინის ტყვიებს დაგამადლიან და არც ნამდვილს.გინება ძალიან გიყვართ და და სადღაც მაგათი გინებაც თუ წამოგცდათ,მერე,საპატიმროში,გადაკუზვასაც არ დაგამადლიან,შარვალ ჩახდილებს.მიჩვეულები კი ხართ,მაგრამ ცოცხებსაც კარგად ხმარობდნენ და არც ახლა დაგამადლიან.ისიამოვნეთ!ამით,ევროპასაც დაუახლოვდებით და თქვენც ხომ ეგ გინდათ.
.
03 მაისი 2024 19:35
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული