"დასაჯეთ ეს ორი ნაკრები!" - სერბებმა UEFA-ს მიმართეს და ევრო 2024-დან მოხსნა არ გამორიცხეს

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, სერბეთის ფეხბურთის ასოციაციამ UEFA-ს მიმართა და ისინი ალბანეთისა და ხორვატიის ნაკრებების დასჯას მოითხოვენ.

სერბეთის ფეხბურთის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა იოვან სურბატოვიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის ნაკრებმა შესაძლოა უარი თქვას ევრო 2024-ში მონაწილეობაზე, თუ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მათ ნათქვამს არ შეისმენს.

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს ინგლისთან მატჩში მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, რომ სლოვენიას დავამარცხებთ. რაც მოხდა, აღმაშფოთებელია და ჩვენ მოვითხოვთ უეფასგან სანქციების დაწესებას ამ ადამიანების მიმართ, თუნდაც ეს ტურნირზე თამაშზე უარის თქმას გულისხმობდეს", - ნათქვამია სურბატოვიჩის
განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ხორვატიისა და ალბანეთის გუშინდელ შეხვედრაში, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა, ორივე ქვეყნის ფანები სკანდირებდნენ - "დახოცეთ სერბები".
მკითხველის კომენტარები / 52 /
სერბები იგივეა იუგოსლავიის დანარჩენი ქვეყნებისთვის, როგორც ჩვენთვის რუსები. ანუ ოკუპანტები და მტრები. რასაც რუსეთი ახლა უკეთებს უკრაინას ან რაც ჩვენ გვიქნა, იგივე დამართა სერბეთმა იუგოსლავიის სხვა ხალხებს.

ზუსტად ამიტომ უჭერენ მხარს ერთმანეთს და აქ მართლმადიდებლობა არაფერ შუაშია.
ან ვის შეუძლია თქვას უკრაინელი ბავშვების დამხოცავი რაკეტების მაკურთხებელი გარეწარი ე.წ. სასულიერო პირი მართლმადიდებელია ან საერთოდ ქრისტიანი?.

რუსები არიან სექტა და ძალიან მალე დედა ეტირებათ. ისევე როგორც ყველა მათ მაქებელ ორჯონიკიძეებს საქართველოში.
3
https://www.youtube.com/watch?v=K7L-MzPr6kY&t=0s
ეს იმ უცოდინართათვის, რომლებსაც წარმოდგენა არ გააჩნიათ საკითხზე, რომელზეც საუბრობენ....:)
აბა, ყველანი ვუსმენთ მსოფლიო პოლიტიკოსს, რომელმაც საქართველო სნგ-ში შეათრია და რომლის გაზრდილი ლეკვები დღესაც წარმატებით აგრძელებენ დიდი მასწავლებლის გზას, რომელსაც ბევრნი ბრმად მიჰყვებით....
ტატო
18:32 21-06-2024
4

სიახლეები პოპულარული