"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
ვერ ტვინავს ვის ეჭიდავება ეს კომუნისტი ვირთხა. საქართველოს ნაკრების ბიჭების წარმატება ვერ აიტანა ეტყობა.
ზაზა
04 მაისი 2024 00:09
15
Მთის ხალხი ხევსურები და მთიულები გადააშენეს , ზოგი ბარში გადმოასახლეს და ჩაასახლეს გვარგადაკეთებული ოსები და სომხები.ხაბარელი , ალუდა პანდა ღუდუშაური(ქალიშვილობაში კეკლუცაური) , ზვიადაური და ა.შ.
garegin meore
03 მაისი 2024 16:13
9
Მეფის რუსეთმა და კამუნისტებმა ჩაასახლეს
garegin meore
03 მაისი 2024 16:28
1
ბუდუზე ვგიჟდუუუ!!!
titopapa
03 მაისი 2024 11:56
4
წადი შე სამარცხვინო. წასულია თქვენი დრო კუბო მოგიჩანთ უკნიდან
ემი
03 მაისი 2024 11:48
6
ყველა გაკეთებული საქმე თუ სიკეთე აზრს კარგავს როცა საქმე ეხება გარუსებას. ღირსებით ევროპისკენ იგივეა რაც ღირსებით რუსეთისკენ! არის დრო როცა უნდა გაკეთდეს არჩევანი ან რუსეთი ან ევროპა სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ვიღაცა იტყვის არცერთი არ გვინდაო მაგრამ ეგეც რუსული ტაქტიკის ნაწილია, შეუძლებელია ყველასგან იზოლირებულმა იარსებო როცა ფაქტობრივად ეკონომიკა არ აქვს ქვეყანას. იყო ჩაკეტილი და იზოლირებული ნიშნავს თვითგანადგურების რეჟიმში გადასვლას!
ზურიკო
03 მაისი 2024 11:00
16
შენისთანა დეპუტატები, რომ ზიან მანდ იმიტომ ვართ კარგად.
გოგა
03 მაისი 2024 14:50
2
ბ-ნო შოთა, წლებია ძიუდოსთან დაკავშირებით თქვენი აზრი არ მოგვისმენია, არადა საინტერესო იქნებოდა! რაზეც ეხლა საუბრობთ, თანაც ბუდუს უწუნებთ პოზიციას, ნამდვილად არ არის თქვენი გონებრივი ცენზის შესაბამისი! გარდა იმისა რომ არც განათლება და არც ინტელექტი ხელს არ გიწყიბთ სწორ აზრივნებასა და სწორი დასკვნების გაკეთებაში, თქვენი მსოფლმხედველობა კომფორმიზმით განისაზღვრება, ამიტომაც სჯობს ენას კბილი დააჭიროთ!!! ეს ზრდილობიანი რჩევაა ბ-ნო შოთა! ეხლა შენი და კალაძის ენაზე გასაგებად შოთა: ჩვენს ბიჭებს გაეშვით და საჯაროდ ნუ “მოძღვრავთ” თქვე არქიპოს ჩმორებო! არანაირი ავტორიტეტი არ გაქვთ ამიტომაც თქვენი აზრები ერთმანეთს გაუკეთეთ ერთ ადგილში!
პაატა
03 მაისი 2024 14:22
1
ორი წიგნი არ გაქვთ წაკითხული ,თქვენ ჭკუაზე ვის არიგებთ! თქვენ ღამის თ ო რ მ ე ტ ო , ს ა ა თ ო თ ქ ვ ე ნ ა..
მამუკა
03 მაისი 2024 20:05
8
ჩემ შვილს არ უყვარს "შვილოს" რომ ვეძახი და გამომივიდა ეს ახლა ბუდუს დამრიგებელი. შენ შვილები ასწავლე ჭკუა, თუ გყავს.
ირაკლი
03 მაისი 2024 16:57
7
ოლიმპიურ კომიტეტშიც კარგად დაბინავებულიც !
შვილებიც ჰყავს და ...
03 მაისი 2024 19:16
2
ნუ იმეორებენ თუთიყუშებივით რუსულ კანონს უნდა დაასაბუთო რატომაა რუსული
კობა
03 მაისი 2024 16:27
52
იმიტომ არის რო მთელი დასავლეთი გეუბენბა არ მიიღო თორე ამ კანონით ვერ შემოხვალ ევროკავშირშიო, რავი ეხლა შენ თუ დებილი ხარ და ვერ ხვდები, აბა რაგითხრა
Lado
03 მაისი 2024 16:39
6
მთელ დასავლეთს თავზე დაახურეს და მეტი რუსული რაღა გინდა ?!
სწირედ ამ კითხვის ყველა დამსმელი იმეორებს თუთიყუშივით და მთელი მსოფლიო და თავად ევროპა - საითაც ვითომ მიისწრაფი, რომ გეუბნება,
ეს გზა ევროპაში ვერ მიგიყვანს- ო, მაინცდამაინც კვლავ "რუსეთის მუცელში" რომ ამოყოფთ თავს , მაშინ მივხვდებით საით მივდივართ და რატომაა რუსეთი ?!
კობა , ი ნტერესია რუსული !
03 მაისი 2024 16:45
4
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული