"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში "რეალმა" "ბაიერნი" 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში ითამაშებს.

90+12 წუთზე "რეკორდმაისტერის" ცენტრალურმა მცველმა მატეის დე ლიხტმა გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მსაჯმა შიმონ მარჩინიაკმა თამაშგარეს გამო გოლი გააუქმა.

"ბაიერნის" შემტევმა თომას მიულერმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან უკმაყოფილება ვერ დამალა:

"მარჩინიაკი? მან არ უყურა ვიდეოს. არ მისცა საკუთარ თავს ამის ნახვის საშუალება. ნამდვილად უცნაურია ასეთ სიტუაციაში ასე სწრაფად თამაშის გაჩერება, მაგრამ ეს ხშირად ხდება აქ, მადრიდში.

იგივე გამოვცადე რამდენიმე წლის წინ, როდესაც კრიშტიანუ რონალდუმ ორი გოლი გაიტანა. მაგრამ
მაშინ VAR-ი არ იყო", - განაცხადა მიულერმა.

altჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: ხოსელუს დუბლით "რეალმა" "ბაიერნს" საოცარი მატჩი შემოუტრიალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
მსაჯი საგინებელია, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ გოლი არ ჩათვალა, არამედ იმიტომ რომ ალამი ასწია. ეს გვერდითი მსაჯები რომ აფუჭებენ თამაშს, ეგრე არავინ. ოცდაათი წლის წინათაც ასე იყო და დღემდე ასეა. მოსაშორებელია ეგ ხალხი, ეტყობა, ადამიანის ძალებს აღემატება ეს გვერდით სირბილი თან ხაზის კონტროლი და დაანებონ თავი, რამე ავტომატს ან რობოტს გადააბარონ. ზოგჯერ ერთი ფეხბურთელია ხუთი მეტრით წინ, მაშინ კი არ ასწევენ ხოლმე - ეპიზოდი უნდა ჩავამთავრებინოთო და გუნდებს ტყუილად არბენინებენ, ახლა კი ისედაც ყველა წინ იყო და რა დროს დროშის აწევაა? დაასრულონ დედანატირები და ასწიე მერე. შეიძლება გოლი არც გასულიყო, მაგრამ თამაშს რატომ აფუჭებ? რატომ ერევი? იქნებ ლამაზი მომენტი იქმნებოდა, ეგეთებს როგორ ბედავენ?
nika
15:02 09-05-2024
0
არვამბობ მსაჯი არ შეცდა რო ჩაუფშტვინა თქო მაგრამ ვისაც ეგ გოლი გონია და არა აფსაიტი აზრზე არხართ ვაფშე ფეღბურთის...ჩაუფშტვინა გაჩერდნენ თუ არა ვინ დარტყმევინებდა მაგას....
სიმართლე
11:24 09-05-2024
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული