ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე "ატლეტიკოსთან" 1:2 წაგების შემდეგ, კომენტარი პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"ვერაფერს გეტყვით. ვთვლი, რომ სამ საშინაო მატჩში მეტოქეებს მთელი თავით ვჯობდით, მაგრამ არ გაგვიმართლა. ბოლომდე ვიბრძოლებთ. ფეხბურთში 30 წელზე მეტია ვარ და ამის ახსნა არ შემიძლია. არ გვიმართლებს", - ციტირებს ლუის ენრიკეს RMC Sport-ი.
პსჟ 4 ქულით 25-ე ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს მიუნხენში "ბაიერნთან" გამართავს.