ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "ბარსელონა" შეუჩერებელია - იტალიური გუნდების წარმატებული სვლა გრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, მეორე სათამაშო დღეს კიდევ შვიდი მატჩი გაიმართა.

„ბარსელონამ“ გასვლაზე „ცრვენა ზვეზდას“ 5:2 მოუგო და ყველა ტურნირზე ბოლო 13-დან 12 დაპირისპირებაში გაიმარჯვა. ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა - ტურნირზე მის ანგარიშზე 99 გოლია. რაფინიამ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. კუნდემ დღეს 3 საგოლე პასი მიითვალა.

ჩინებულად ასპარეზობენ იტალიური გუნდები - „ინტერმა“ „ნაპოლისთან“ შეხვედრამდე სახლში „არსენალი“ 1:0 დაამარცხა. "ნერაძურიმ" უკანასკნელი 9 მატჩიდან 8 მოიგო
და 1 ფრედ დაასრულა. „ატალანტამ“ სტუმრად „შტუტგარტს“ აჯობა (2:0) და ისევ გამოიჩინა თავი ლუკმანმა. ძანიოლიმაც გაიტანა.

"ატლეტიკომ" კომპენსირებულ დროში კორეას გატანილი გოლით პარიზში 2:1 სძლია პსჟ-ს. "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ბენფიკა".

ბელგრადი. „რაიკო მიტიჩი“
ცრვენა ზვეზდა - ბარსელონა 2:5
გოლები: 0:1 მარტინესი (13), 1:1 მვუმპა (27), 1:2 ლევანდოვსკი (43), 1:3 ლევანდოვსკი (53), 1:4 რაფინია (55), 1:5 ლოპესი (76), 2:5 მილსონი (84)

მიუნხენი. „ალიანც არენა“
ბაიერნი - ბენფიკა 1:0
გოლი: მუსიალა (67)

როტერდამი. „დე კუიპი“
ფეიენოორდი - ზალცბურგი 1:3
გოლები: 0:1 კონატე (45+2), 0:2 კონატე (58), 1:2 ხაჯ-მუსა (81), 1:3 გინდო (86)
გაძევება: ნაჯე (79, ფეიენოორდი)

მილანი. „სან სირო“
ინტერი - არსენალი 1:0
გოლი: ჩალჰანოღლუ (45+3, პენ)

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ატლეტიკო 1:2
გოლები: 1:0 ზაირ-ემერი (14), 1:1 მოლინა (18), 1:2 კორეა (90+3)

პრაღა. „ეპეტ არენა“
სპარტა - ბრესტი 1:2
გოლები: 0:1 ფერნანდეში (37, 0:2 კაირინენი (79, საკ. კარში), 1:2 ოლატუნჯი (90+2)

შტუტგარტი. „MHP არენა“
შტუტგარტი - ატალანტა 0:2
გოლები: 0:1 ლუკმანი (51), 0:2 ძანიოლო (88)

altჩემპიონთა ლიგა. IV ტური: აზაროვი ისევ არ ათამაშეს - "შახტარმა" პირველად გაიმარჯვა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინც სამორინე საიტებს რეკლამას გაუკეთებს ის არის მოგალატეე დაიმახსოვრეთ ყველამ ჩემი სიტყვა ამ მთავრობას მხოლოდ და მხოლოდ კაზინოებიი შეიწირავენ აგერ თქვენ და აგერ მე....როგორც ციხის კადრებმა მოიგეს 2012 წლის არჩევნებიიი ისეე წაგებენ კაზინოებით აგერ მე და აგერ თქვენ...კვარაცხელია ხვიჩა შენ ხარ საამაყო ბიჭი რო კაზინოებთან ხარ შორს ეს ვიციი რომელი მამაოს დამსახურებაც არის მაგას ვენაცვალეე და ყველას ვინც ემიჯნება ამ კაზინოებსს...გიორგიი მამარდაშვილო სულ მსოფლიოს საუკეთესოო პრიზიი ოქროს ბურთიც რო მოიგოო ვერასდროს ვეგარ გაღვივებ იმ სიყვარულს რაც ლიდერბეთს რო მანქანა გამოართვი... შენიი ქვეყნის ძმები თავებს იკლავენნ ყველა ვინც მაგათ რეკლამას გაუკეთებს ხართ ქართველი ხალხიის მტერიიი...არვიციი გამოაქვეყნებენ თუ არა ამ კომენტარს იმიტომ რო სპორტალიც სამორინეებით არსებობსს...და სამწუხაროდ ბევრი ორგანიზაცია დამოკიდებულია კაზინოებზეე მაგრამ მოვა დრო რო დასრულდება თქვენი ეპოქაა დიდება უფალს დიდება საქართველოს ამინ.
simartle
12:15 07-11-2024
2

სიახლეები პოპულარული