ერნესტო ვალვერდე იმედგაცრუებული არ დარჩა

AutoSharing Option
გაგიკვირდებათ და, ესპანეთის სუპერთასზე სახლში "რეალთან" 1:3-ზე დამარცხების გამო "ბარსელონას" დამრიგებელი ერნესტო ვალვერდე დიდად იმედგაცრუებული არ ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, უკმაყოფილება არ შეუმჩნევია.

"თამაშიდან არც ერთხელ არ ამოვვარდნილვართ. 1:1-ზე სასწაული გოლი გავუშვით, შემდეგ - კიდევ ერთი. შეგვეძლო 2:1 დავწინაურებულიყავით. რას იზამ, ეს ფეხბურთია, მომენტები არა მხოლოდ უნდა შექმნა, არამედ გამოიყენო კიდეც.

მთლიანობაში, ვფიქრობ, კარგი მატჩი იყო. ორივე გუნდმა კარგად ითამაშა. ყველა გუნდს თავისი სტილი აქვს. "რეალი" მომენტებს კონტრშეტევებზე ქმნის, უნარიანად იყენებს სივრცეებს. ასე გაიტანეს გადამწყვეტი მეორე გოლი.

ნეგატიური შედეგების არ მეშინია.
წავაგეთ, მაგრამ წინ უნდა ვიაროთ და ეს მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, მეტოქე ფავორიტი გახდა. ჯერ ყველაფერი წინა გვაქვს, წინ განმეორებითი შეხვედრა გველის".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული