გარეთ ბეილს მადრიდულ კარიერაში ყველაზე ცუდი პერიოდი აქვს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" უელსელ ვარსკვლავს, გარეთ ბეილს, რთული პერიოდი უდგას. 28 წლის შემტევი გოლის გატანას უკვე 10 თამაშია ვერ ახერხებს, რაც "სამეფო კლუბში" მისი გადასვლის, ანუ 2013 წლის შემდეგ პირველად ხდება.

ბეილმა გოლი ბოლოს 26 თებერვალს, "ვილიარეალთან" ესპანეთის ჩემპიონატში გამართულ შეხვედრაში გაიტანა, რომელიც მისმა გუნდმა 3:2 მოიგო. მას შემდეგ ბეილს გოლი "ლას პალმასმა", "ნაპოლიმ", "ატლეტიკმა", "ალავესმა", "ატლეტიკომ", "ბაიერნმა", "ბარსელონამ", "იუვენტუსმა", "მანჩესტერ იუნაიტედმა" და კვლავ "ბარსელონამ" არ გაატანინეს. თუ ამას უელსის ნაკრების რიგებში ირლანდიასთან ჩატარებულ უგოლო თამაშსა და საერთაშორის ჩემპიონთა თასზე გამართულ
სამ ამხანაგურ მატჩს დავამატებთ, ბეილს ზედიზედ 14 უგოლო თამაში გამოუვა. ამ შეხვედრებში უელსელმა თანაგუნდელებს მხოლოდ ერთხელ გაატანინა - 8 აგვისტოს, "მანჩესტერ იუნაიტედთან", უეფას სუპერთასზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული