"ბარსელონას" არდა თურანის თავიდან მოცილება უნდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თურქ ნახევარმცველს არდა თურანს უთხრა, რომ მასზე იმედებს არ ამყარებს და უმჯობესი იქნება ნავთსაყუდელი გამოიცვალოს. თუმცა, არდა არსად წასვლას არ აპირებს და ამას წინათ ჩინეთში გადაბარგებაზე უარი სთქვა.

თურანს "ბარსასთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უმთავრდება, კლუბს შეუძლია ხელშეკრულება გაუწყვიტოს, მაგრამ გუნდში დარჩენას და ვარჯიშს ვერ აუკრძალავს. გაიჯარებაც არ აწყობთ, რადგან უკვე 30 წლისაა და სურთ გაყიდონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული