"ჩვენ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ. ვიცოდით, რომ ეს იყო კარგი შანსი, აქ ხომ არასოდეს მოგვეგო. ეს სტადიონი მძიმე ადგილია ჩვენთვის. ამას ემატება გულშემატკივრების მიერ შექმნილი ატმოსფერო. თამაშის პირველი წუთიდანვე დომინანტები ვიყავით და ეს არის ის გზა, რომელსაც ჩვენ უნდა მივყვეთ მომავალში...
...მიზანს კი ერთადერთ შემთხვევაში მივაღწევთ: იგნორირება უნდა გავუკეთოთ იმას, რასაც ამბობენ ჩვენზე და
...კრიშტიანო და ბეილი? ბედნიერებაა, როცა ასეთი შემტევები გყავს. ისინი გუნდის ნაწილები არიან და გოლების გარდა, დაცვაშიც ძალიან ბევრს გვეხმარებიან.
...0:0-ზე ხელით ვითამაშე? ბურთი ჩემთან ძალიან სწრაფად მოვიდა, დიახ, შემეხო, მაგრამ ამას ეპიზოდზე გავლენა არ მოუხდენია. ნავასმა გადაგვარჩინა. არ მიყვარს მსაჯებზე ლაპარაკი, თუმცა ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგაში უფრო მეძლევა იმ თამაშის ჩვენების საშუალება, რომელიც მიყვარს", - თქვა რამოსმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"