გარეთ ბეილმა კვლავ ტრავმა მიიღო და "ატლეტიკთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
სექტემბერში ტრავმირებულმა "რეალის" თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა კოჭ-წვივის ტრავმის მორჩენის შემდეგ, ესპანეთის თასზე "ფუენლაბრადასთან" კი ითამაშა, მაგრამ ისე ტრავმა მიიღო და ხვალ ლა ლიგაზე ბილბაოში "ატლეტიკთან" მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

სიტუაცია ბლანკოსის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განმარტა:"სერიოზული არაფერია, მაგრამ როგორც ყოველთვის, არ გვინდა გავრისკოთ. გარეთს კვლავ კოჭ-წვივის პრობლემა აქვს. ამ მძიმე ვითარებაში მხარი უნდა დავუჭიროთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. როდესაც ფორმაშია, ფენომენალურად ასპარეზობს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს და მჭედლიძე ძმები ხომ არ არიან?
ირაკლი
12:36 02-12-2017
0

სიახლეები პოპულარული