ლა ლიგა. XV ტურის წინ: პრობლემებით ანდალუსიელებთან

AutoSharing Option
კვირას "კერამიკაზე" მე-6 ადგილზე მყოფი "ვილიარეალი" ჩემპიონატის ლიდერ "ბარსელონას" მასპინძლობს, რომელსაც კვლავ არ ეყოლება კვარტეტი (რაფინია, არდა თურანი, მასკერანო, დემბელე), თუმცა ტურის ცენტრალური დაპირისპირება ერთი დღით ადრე "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

ლა ლიგის ჩემპიონი "სევილიას" მასპინძლობს. სატურნირო თვალსაზრისით, 28-28-ქულიანი "რეალისა" და "სევილიას" დაპირისპირება უდიდესი მნიშვნელობისაა. "რეალი" "ბარსას" დაწევაზე ოცნებობს, მათ შორის კი 8 ქულაა სხვაობა.

კრიშტიანო რონალდო ამ მატჩს მორიგი, უკვე მე-5 "ოქროს ბურთით" შეხვდება. პორტუგალიელი ლეო მესის გაუთანაბრდა და ამაღლებულ განწყობაზეა. ზინედინ ზიდანი კი მიიჩნევს, რომ "რეალი" ფორმის პიკს თებერვლისთვის
მიაღწევს. "ჩემპიონთა ლიგაზე საქმეების მოგვარების შემდეგ მთლიანად ლა ლიგასა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ლიგის მერვედფინალებამდე დიდი დროა დარჩენილი", - განაცხადა ზიდანმა "დორტმუნდთან" მატჩის შემდეგ.

სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე დამცავი ნიღბის გარეშე ითამაშა, რადგან ასე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, თუმცა ეს სარისკოა. ყოფილ გუნდს რამოსი არ შეხვდება, დისკვალიფიცირებულია. "რეალმა" უკვე დაიწყო "სევილიასთან" მატჩისთვის მზადება. სამეულმა ვერ ივარჯიშა - რაფაელ ვარანი ლიგის მატჩში დაშავდა და პირველ ტაიმში გამოცვალეს. ვერ ვარჯიშობს ხესუს ვალიეხოც, არ იყო არც დანი კარვახალი - იგი ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ითამაშებს, რადგან დისკვალიფიცირებულია. რამოსისა და კარვახალის გარდა, დისკვალიფირებულია კაზემიროც. სამაგიეროდ, ვარჯიში განაახლა გარეთ ბეილმა, რომელსაც "სევილიასთან" თამაშის შანსი გაუჩნდა.

ფაქტები
  • "რეალიც" და "სევილიაც" ახლახან დასრულებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან მეორეადგილოსნების სტატუსით გავიდნენ მერვედფინალში.
  • "რეალი" ლა ლიგის ბოლო 90 მატჩიდან 81-ში დაუმარცხებელია.
  • "რეალმა" "სევილიასთან" ბოლოს ორი წლის წინათ, 2015 წლის ნოემბერში წააგო (2:3).
  • ლა ლიგის ბოლო 22 მატჩიდან 19-ში "რეალმა" სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.
  • "რეალმა" ბოლო 12 საშინაო მატჩიდან 11 მოუგო "სევილიას".
  • ლა ლიგაში "ბარსელონას" 21 ტურია, არ წაუგია.

ლა ლიგა. XV ტური
პარასკევი, 8 დეკემბერი
ალავესი-ლას პალმასი 23:59

შაბათი, 9 დეკემბერი
ხეტაფე-ეიბარი 16:00
რეალი-სევილია 19:15
დეპორტივო-ლეგანესი 21:30
ვალენსია-სელტა 23:45

კვირა, 10 დეკემბერი
სოსიედადი-მალაგა 15:00
ბეტისი-ატლეტიკო 19:15
ლევანტე-ბილბაო 21:30
ვილიარეალი-ბარსელონა 23:45

ორშაბათი, 11 დეკემბერი

ესპანიოლი-ჟირონა 23:59

ბომბარდირები: 13 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), სიმონე ძაძა (ვალენსია); 8 - იაგო ასპასი (სელტა), როდრიგო (ვალენსია), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 7 - მაქსი გომესი (სელტა), ანტონიო სანაბრია (ბეტისი), ვილიან ჟოზე (სოსიედადი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული