ფეხბურთელები, რომლებმაც "რეალშიც" და "ბარსელონაშიც" ითამაშეს [PHOTO]

AutoSharing Option
"ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" რომ ერთმანეთის საძულველი მეტოქეები არიან, ახალი არავისთვის იქნება.

თუმცა არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც ორივე კლუბის მაისურით უთამაშიათ.

ამ გუნდების მეტოქეობის თემა კი "ელ კლასიკოს" მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გააქტიურდა.

ამ სტატიაში იმ მოთამაშეებს გავიხსენებთ, რომლებმაც ორივე გუნდის ფორმა მოირგეს.

ლუიშ ფიგუ

მადრიდის "რეალმა" პორტუგალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ "ბარსელონას" 2000 წელს სარეკორდო თანხა, 37,4 მილიონი ევრო გადაუხადა.

ალბათ, ფეხბურთის თითქმის ყველა გულშემატკივარმა იცის ის ფაქტი, როდესაც "ნოუ კამპზე" ასპარეზობისას ფიგუს ღორის თავი გადმოუგდეს.

"ბარსელონას"
რიგებში ჩაატარა 249 შეხვედრა.

"რეალის" რიგებში ჩაატარა 239 შეხვედრა.

Sportall.Ge

ბერნდ შუსტერი

გერმანელი ნახევარმცველი მადრიდელთა რიგებში ასევე "ბარსელონადან" გადაბარგდა, ეს ყველაფერი კი 1988 წელს მოხდა.

შუსტერმა "სამეფო კლუბში" მხოლოდ ორი სეზონი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში ორჯერ "ლა ლიგის" გამარჯვებულიც გახდა.

"ბარსელონას" რიგებში ჩაატარა 238 მატჩი.

"რეალის" რიგებში ჩაატარა 86 შეხვედრა.

Sportall.Ge

რონალდო

რონალდო "ბარსელონაში" პსვ-ში ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ გადაბარგდა, რის გამოც ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კატალონიელთა ბანაკიდან კი, 1997 წელს, იგი მილანის "ინტერის" რიგებში იმ დროისთვის სარეკორდო თანხად გადავიდა.

სერია A-ში გატარებული 5 წლის შემდეგ ფეხბურთელი ლა ლიგაში დაბრუნდა და "რეალის" ფორმა მოირგო.

"ბარსელონას" რიგებში ჩაატარა 49 შეხვედრა.

რეალის" რიგებში ჩაატარა 147 შეხვედრა.

Sportall.Ge

ჟულიენ ლოპეტაგუი

ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელმა დამრიგებელმა ორივე კლუბის რიგებში ჯამში 6 მატჩი ჩაატარა, თუმცა მან როგორც "ბარსელონას", ისე "რეალის" ფორმაც მოირგო.

იგი მადრიდელთა აკადემიის აღზრდილია, თუმცა ძირითად გუნდში თამაში მხოლოდ ერთხელ მოუწია.

იგი რამდენიმე კლუბში იყო განათხოვრებული, რის შემდეგაც 1994 წელს კატალონიელთა რიგებში გადაბარდა, თუმცა 3 სეზონში მხოლოდ 5 შეხვედრაში იასპარეზა.

"რეალის" რიგებში ჩაატარა 1 შეხვედრა.

"ბარსელონას" რიგებში ჩაატარა 5 შეხვედრა.

Sportall.Ge

რობერტ პროსინეცკი

მადრიდელთა რიგებში იგი ბელგრადის "ცრვენა ზვეზდადან" გადაბარგდა და იქ სამი სეზონი დაჰყო. ამის შემდეგ იყო ერთი სეზონით განათხოვრება "ოვიედოში", შემდეგ კი ერთი სეზონი - "ბარსელონაში".

"რეალის" რიგებში ჩაატარა 73 შეხვედრა.

"ბარსელონას" რიგებში ჩაატარა 23 შეხვედრა.

Sportall.Ge

ხავიერ სავიოლა

"ბაჭიამ", როგორც ამ ძალიან კარგ და ტრავმებით გატანჯულ ფორვარდს ეძახდნენ, ასევე ორივე კლუბში იასპარეზა.

"ბარსელონაში" იგი 2001 წელს "რივერიდან" გადაბარგდა და 6 სეზონი იასპარეზა. შემდეგ იყო განათხოვრებული "მონაკოსა" და "სევილიაში", 2007 წელს კი, "სამეფო კლუბის" წევრი გახდა.

"ბარსელონაში" ჩაატარა 168 შეხვედრა.

"რეალში" ჩაატარა 29 შეხვედრა.

Sportall.Ge

გეორგ ჰაჯი

რუმინეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის ტრანსფერს 1990 წელს ბუქარესტის "სტიაუადან" მადრიდის "რეალში" დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თუმცა მან თავი ვერ გამოიჩინა და 2 სეზონის შემდეგ "ბრეშაში" გადაბარგდა, 1994 წლიდან 1996 წლის ჩათვლით კი, "ბარსელონას" ფორმას ირგებდა.

"რეალის" რიგებში ჩაატარა 84 შეხვედრა.

"ბარსელონას" რიგებში ჩაატარა 51 შეხვედრა.

Sportall.Ge

სამუელ ეტო'ო

ძალიან ცოტას თუ ახსოვდა, რომ კამერუნელი ფეხბურთელის საფეხბურთო საწყისები მადრიდის "რეალს" უკავშირდება.

თუმცა მან "ბერნაბეუზე" ფეხი ვერ მოიკიდა და ამის გამო 3-ჯერ განათხოვრებული იყო.

ეტო'ო კატალონიელთა რიგებში "მალიორკადან" გადავიდა და მალევე კლუბის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელადაც იქცა.

"რეალის" რიგებში ჩაატარა 6 შეხვედრა.

"ბარსელონას" რიგებში ჩაატარა 199 შეხვედრა.

Sportall.Ge

ლუის ენრიკე

ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წვრთნიდა "ბარსელონას", კარიერას "რეალში" იწყებდა.

მადრიდელთა რიგებში იგი 5 წლის განმავლობაში ირჯებოდა, ამის შემდეგ კი, "ბარსელონაში" გადაბარგდა, სადაც 8 წელი დაჰყო.

"რეალის" რიგებში  ჩაატარა 213 შეხვედრა.

"ბარსელონას" რიგებში ჩაატარა 300 შეხვედრა.

Sportall.Ge

მიქაელ ლაუდრუპი

ლეგენდარული დანიელიც ის ფეხბურთელია, რომელიც ორი ესპანური გიგანტის შემადგენლობაში ირჯებოდა.

მან "ბარსელონაში" 5 წელი დაჰყო, მადრიდელთა მაისურით კი 2 წელი ასპარეზობდა.

"ბარსელონას" რიგებში ჩაატარა 216 შეხვედრა.
"რეალის" რიგებში ჩაატარა 76 შეხვედრა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
საინტერესო სტატიები გაქვს, ასე გააგრძელე.
1111
15:38 23-12-2017
0
luis milla გამოგრჩათ,საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი!
alex
19:36 21-12-2017
0

სიახლეები პოპულარული