დიეგო სიმეონე: 20 წაუგებელი მატჩის შემდეგ დამარცხება წინგადადგმული ნაბიჯია

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-17 ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ესპანიოლთან" დამარცხდა 0:1 და წინა სეზონში დაწყებული 20-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი როხიბლანკოს მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ გააკეთა:

"თამაშიდან ჩანდა, რომ ვინც პირველი დაუშვებდა შეცდომას, ის დამარცხდებოდა. მძიმე მატჩი იყო, ჩვენ დავუშვით შეცდომა, მათ არა და ამიტომ დავმარცხდით. მეტოქემ ტაქტიკურად გამართულად ითამაშა. მთლიანობაში, კარგი მატჩი იყო.

20-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ პირველი დამარცხება ყოველთვის წინგადადგმული ნაბიჯია. იმედია, კიდევ 20 შეხვედრის მერე წავაგებთ.

კლასიკო? მერწმუნეთ, "ვალენსიას" ამბავი უფრო მაღელვებს და "ვალენსია"-"ვილიარეალს" ვუყურებ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული