ერნესტო ვალვერდე: ადრე "რეალი" გვამარცხებდა, ახლა ჩვენ ვითამაშეთ უკეთ და გავიმარჯვეთ

AutoSharing Option
ელ კლასიკოზე "რეალის" 3:0-ზე დამარცხებაზე "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"რაღა დაგიმალოთ და გახარებულები ვართ. ჯერ პირველი წრეც არ დასრულებულა. მდევრები გვარიანად ჩამოვიტოვეთ. თუმცა, ეს არაფერს არ ნიშნავს, რადგან არაფერი არაა გადაწყვეტილი.

პირველ ტაიმში "რეალმა" ძალიან კარგად ითამაშა. მაინც შევძელით სახიფათო მომენტების შექმნა. მეორე ტაიმში ბურთზე კონტროლი დავამყარეთ და მატჩის ბედიც გადავწყვიტეთ.

ბუსკეტსი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, დაცვას მაგრად ეხმარება.

მეორე გოლის შემდეგ ტაქტიკა არ შეგვიცვლია, შეტევას განვაგრძობდით. ამ პერიოდში რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ბლანკოსმა არაერთი მომენტი შექმნა.

ეს ორი
დაახლოებით თანაბარი კლასის გუნდის შეხვედრა იყო. ადრე "რეალი" გვამარცხებდა, ახლა ჩვენ ვითამაშეთ უკეთ და გავიმარჯვეთ. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული