სერხიო რამოსი სუარესთან უხეშობაზე: ახლა ჩემზე იტყვიან, პუჩემონთან უნდა ჩააჯინონ ციხეშიო

AutoSharing Option
"რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა "ბარსელონას" თავდამსხმელზე ლუის სუარესზე წესების დარღვევაზე გააკეთა კომენტარი:

"ჩემპიონატზე ჩვენი მდგომარეობა მძიმეა. ზოგი იტყვის, გამოუვალიაო, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ეს წაგება ცუდია, ვინაიდან ვიცით რა შედეგები მოჰყვება. "ბარსასთან" დამარცხება ჩვენს წლევანდელ წარმატებას ვერ დაჩრდილავს. ეს წელი ჩვენთვის ისტორიული იყო.

სუარესზე უხეშობა? ბარსელონაში ახლა იტყვიან, პუჩემონთან (კარლეს პუჩემონი - ესპანეთის ხელისუფლების მიერ დევნილი კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაური) უნდა ჩააჯინონ ციხეშიო, მაგრამ მე ასე განზრახ არ მოვქცეულვარ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
რამოსი მაგარი პიროვნებააააააა.ქუთაისური გაგებით პიროვნებააა))))
burda
14:59 24-12-2017
0

სიახლეები პოპულარული