ფლორენტინო პერესი: 2017 წელი "რეალის" ისტორიაში საუკეთესო იყო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა თავისი კლუბის მიერ 2017 წელს ნაჩვენები შედეგები შეაფასა.

"სამეფო კლუბის" პირველი პიროვნების თქმით, 2017 წელი "რეალის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

პერესმა აღნიშნა, რომ ის მადრიდის "რეალის" ასპარეზობით ამაყია.

"2017 წელი მადრიდისტებს არასდროს დაავიწყდებათ. ამ წელს ჩვენ 5 ტიტული მოვიგეთ და ყველგან სრულად ვდომინირებდით.

არ მინდა გადაჭარბება გამომივიდეს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელი "რეალის" არსებობის 115-წლიან მანძილზე საუკეთესო იყო.

ჩვენ, მადრიდისტები, ვამაყობთ ჩვენი ფეხბურთელებით და მთავარი მწვრთნელით, ზინედინ ზიდანით", - აღნიშნა პერესმა.

მომზადებულია football-espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი, მართალი ბრძანდებით პერეს ყოვლისშემძლე, მაგრამ ბარსელონასთან მაიც აგებთ 10-დან 9 შეხვედრას. არაოო? რა არაო!!! ამოიღეთ სტატისტიკა და დარწმუნდებით.
სანდრო
17:18 25-12-2017
4

სიახლეები პოპულარული