კოსტა-რიკაში კეილორ ნავასის ავტობიოგრაფიული ფილმის პრემიერა შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კოსტა-რიკაში, კეილორ ნავასის ავტობიოგრაფიული ფილმის, "რწმენის კაცი" -   პრემიერა შედგა.

ფილმი მადრიდის "რეალის" მეკარის ისტორიას გაგვაცნობს, პატარა ქალაქ პერეს სელედონიდან დიდ ესპანურ გიგანტამდე.

პრემიერაზე 2000 ადამიანი სპეციალური მოწვევით იყო დაპატიჟებული.

"მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ოცნებები რეალური გახადა. ეს ფილმი კი ამ ყველაფრის ნათელი დადასტურებაა.

ღმერთმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. ამ ფილმით გვინდა ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს მოვუწოდოთ, რომ ოცნებები ყოველთვის ხდება", - აღნიშნა ნავასმა.

მომზადებულია marca.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული