"ატლეტიკოს" ფორვარდი "ვალენსიას" შეუერთდა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი, ლუსიანო ვიეტო იჯარის წესით 2017-18 წლების სეზონის ბოლომდე "ვალენსიას" შეუერთდა. ეს ინფორმაცია "ღამურათა" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

"ძალიან ბედნიერი ვარ რომ ტრანსფერი შედგა. გადაწყვეტილების მიღებაზე "ვალენსიას" მთავარ მწვრთნელთან, მარსელინიოსთან სატელეფონო საუბარმა დიდი გავლენა იქონია," - განაცხადა ვიეტომ.

არენდის დასრულების შემდეგ "ვალენსიას" 24 წლის არგენტინელის გამოსყიდვის საშუალება 14 მილიონ ევროდ ექნება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული