მატჩის დასრულების შემდეგ "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ჟურნალისტებს გაესაუბრა.
"ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ. არასდროსაა ადვილი უთამაშებელი მოთამაშეებისთვის მაქსიმალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
ჩვენ ახლა მეოთხედფინალში ვართ და მთავარი ეს არის.
მე "რეალთან" კონტრაქტი 2020 წლამდე მაკავშირებს და ვცდილობ, რომ გუნდმა თამაში კიდევ უფრო დახვეწოს.
ტრანსფერები? მე ჩემი გუნდის მჯერა და ვნახოთ, ბოლოს ყველაფერი როგორ დამთავრდება".