ზიდანმა გულშემატკივრებს სთხოვა არ დაუსტვინონ ბენზემას

AutoSharing Option
"ლეგანესთან" ესპანეთის თასის განმეორებითი მატჩის წინ "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ფანებს მოუწოდა არ მოუწყონ ობსტრუქცია თავდამსხმელ კარიმ ბენზემას:

"კარიმს უნდოდა, რაც შეიძლება მალე ჩამდგარიყო მწყობრში და უკვე შემადგენლობაშია. კარგია, რომ დაბრუნდა. არასასიამოვნოა იმის მოსმენა, თუ როგორ უსტვენენ. ასეთი რამ დაემართა მას და ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.

გვინდა, გულშემატკივრებმა მხარი დაგვიჭირონ. ბუნებრივია, მათ აქვთ თავიანთი უფლება, ეს მათ შეიძინეს, მაგრამ მინდა მთელი 90 წუთის მანძილზე ისინი ჩვენს გვერდში იდგნენ.

თამაშის მერე, რაც უნდათ ის უქნიათ. ბენზემა შეიძლება "ლეგანესთან" ვათამაშო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული