Marca: მადრიდის "რეალი" ტრანსფერებისთვის 300 მილიონ ევროს დახარჯავს

AutoSharing Option
გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკას" ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ახალი ფეხბურთელების დასამატებლად 300 მილიონ ევროს გამოჰყოფს.

"სამეფო კლუბის" პირველი სამიზნე ნეიმარი იქნება. "ბლანკოსის" კიდევ ერთი მთავარი სასურველი დანამატი ედენ აზარია, რომელიც ლონდონის "ჩელსის" ფორმას ირგებს.

საუბარი მიდის ასევე - რობერტ ლევანდოვსკის, ჰარი კეინისა და დავიდ დე ხეას დამატებაზეც.

გუნდს კი, სავარაუდოდ, ბევრი მოთამაშე დაემშვიდობება. მათ შორის კრიშტიანო რონალდო, გარეთ ბეილი და კარიმ ბენზემაც სახელდებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მცველი არ ჭირდება? რამოსის გარეშე დაცვა რასი მაქნისიც არის გამოჩნდება პსჟ-სთან
0

სიახლეები პოპულარული