ლა ლიგა. XXI ტური: "რეალმა" გაიმარჯვა და ხასიათი ოდნავ გამოიკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ "რეალისა" და მისი მწვრთნელის ზინედინ ზიდანისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო "მესტალიაზე" "ვალენსიას" დამარცხება და ეს ამოცანა მისმა გუნდმა ჩინებულად შეასრულა - 4:1 გაიმარჯვა.

დუბლი პენალტებით რონალდომ შეასრულა, თითო-თითო გოლი მარსელომ და ტონი კროოსმა გაიტანეს. რონალდო ისე გაახარა მარსელოს გოლის გატანამ, რომ ხუმრობით უკანალზე თითი მიადო. სხვათა შორის, კრიშტიანომ კარიერაში თერთმეტმეტრიანით მე-100 გოლი გაიტანა.

ნამატჩევს ბლანკოსის მეკარემ კეილორ ნავასმა დაიკვეხნა, ღრმად ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას აღარ ვაპირებთ, ჩვენ არ ვნებდებით და ამის ნათელი დადასტურება
დღევანდელი გამარჯვებააო.

მოკლედ, "სამეფო გუნდმა" ხასიათი ოდნავ გამოიკეთა. ხვალ კი ლიდერი "ბარსელონა" "ალავესს" მასპინძლობს, ხოლო "ატლეტიკო" "ლას პალმასს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა პენალტები დაურიგებია
ებიჯო
06:59 28-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული