ABC-ის ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულებით 32 წლის ფორვარდის ხელფასი 9 მილიონი ევროთი გაიზრდება. თუ ადრე პორტუგალიელის ხელფასი 21 მილიონი იყო, მომავალში კი 30 მილიონი გახდება.
თავად რონალდომ კი კლუბის ხელმძვანელობას მიახვედრა, რომ წასვლა არ სურს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" დარჩენა უნდა. ხელფასის მომატების შემდეგ რონალდოს ანაზღაურება დაახლოებით იგივე იქნება, რაც ნეიმარს პსჟ-ში აქვს.