02:30 04-02-2018
ლა ლიგა. XXII ტური: პსჟ-სთან კარსმომდგარი ბრძოლების წინ "რეალმა" კვლავ წაიბორძიკა [VIDEO]
AutoSharing Option
მან ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა და უკვე ზედიზედ მე-14 წელია ესპანეთის ჩემპიონატზე გოლი გააქვს. ცნობისათვის, ლა ლიგაზე მცველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი მის ყოფილ თანაგუნდელს ფერნანდო იეროს აქვს, რომელმაც მიჯრით 15 სეზონში მოახერხა გოლის გატანა, ხოლო ასევე ბლანკოსის ყოფილ მცველს მანოლო სანჩისს 14 სეზონში აქვს გოლი გატანილი. სულ სერხიოს ანგარიშზე 88 გოლია (70 რეალში) და აქედან 50 ბურთი მეტოქის კარში თავით შეაგდო. ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავია.
შთამბეჭდავს კი ვერ უწოდებ "სამეფო გუნდის" თამაშსა და შედეგს - იმის მაგივრად, რომ უპირატესობა გაეზარდა, 42-ე წუთზე საკუთარ კარში გაუშვა გოლი. მეორე ტაიმში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და შეცვლაზე შესულმა ისკომ 81-ე წუთზე ისევ დააწინაურა კასტილიელები.
მადრიდელთა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ეტყობა იფიქრა მატჩი მოვიგეთო, რონალდო შეცვალა და ვალენსიელებმა ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი გაიტანეს - 2:2.
ერთი სიტყვით, "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან კარსმომდგარი მატჩების წინ ისევ წაიბორძიკა, რაც მისი არასტაბილური ასპარეზობიდან გამომდინარე, შემთხვევითობა აღარაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული