"მთელი თამაში ჩვენ მიგვყავდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში გოლი გავიტანეთ და ანგარიში უნდა შეგვენარჩუნებინა, ვერ შევძელით და 2 ქულა დავკარგეთ. უკეთ უნდა ვითამაშოთ და ყველაფერი ეს ძალიან მაღელვებს. ჩვენმა მეტოქემ 4 მომენტიდან 2 გამოიყენა.
ყოველთვის ვიტყვი, რომ პრიმერაზე არაფერი არაა გადაწყვეტილი. ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი მატჩია დარჩენილი. ზედიზედ მესამე გამარჯვება უნდა მოგვეპოვებინა. როგორ შევაფასებდი ერთი სიტყვით ამ შეხვედრას? საზიზღარი".