33 წლის ფენომენი - რეკორდები და საუკეთესო მომენტები რონალდოს ცხოვრებიდან [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდო 5 თებერვალს 33 წლის გახდა. ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში არაერთი ტიტული მოუგია და არაერთი რეკორდი დაუმყარებია.

ამ სტატიაში იმ 10 ფაქტს გავიხსენებთ, რომლებიც რონალდოს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანია. 

10. ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"

2003 წელს სერ ალექს ფერგიუსონი დევიდ ბექჰემის შემცვლელს ეძებდა, რომელიც ლისაბონის "სპორტინგში" იპოვა. მაშინ "წითელმა ეშმაკებმა" თინეიჯერი ფეხბურთელის სანაცვლოდ რეკორდული, 12,4 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, რამაც შედეგი გამოიღო და პორტუგალიელი "მანჩესტერის" ნამდვილ ლეგენდად იქცა.

Sportall.Ge

9. საკუთარი მუზეუმის გახსნა

ძალიან ცოტა სპორტსმენი თუ მოიძებნება დედამიწის ზურგზე, რომელსაც შეუძლია აღნიშნული ფაქტით
იამაყოს. The Museu CR7 - რონალდოს მშობლიურ ქალაქ მადეირაში მდებარეობს, სადაც მისი ჯილდოების, მაისურების და სხვადასხვა საინტერესო ნივთის დათვალიერება შეგეძლებათ.

Sportall.Ge

8. პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი

ფეხბურთელისთვის ყველაზე დიდი ჯილდო, ალბათ, ეროვნულ ნაკრებში წარმატებები და მის კაპიტნად დასახელებაა. 2008 წლის 23 ივნისიდან, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების კაპიტანია. მას პორტუგალიის მთავარი ნაკრების ფორმა 147 შეხვედრაში მოურგია და მეტოქეთა კარი 79-ჯერ აუღია.

Sportall.Ge

7. ყველაზე ცნობილი სარეკლამო სახე

კრიშტიანო რონალდო არაერთი ბრენდის სახეა. იგი თანამშრომლობს "არმანისთან" და სხვა ცნობილ ბრენდებთან. მან საკუთარი საცვლების გამოშვებაც დაიწყო სახელით - CR7.

Sportall.Ge

6. საუკეთესო ბომბარდირი წამყვან ხუთ ჩემპიონატში

გასულ სეზონში რონალდომ ჯიმი გრეივზის რეკორდი დაამხო, როდესაც ვიგოს "სელტას" 367-ე და 368-ე გოლები გაუტანა. მას მიმდინარე სეზონში ცუდი სტარტი აქვს, თუმცა ნებისმიერ შეხვედრაში არაერთი გოლის გატანა შეუძლია.

Sportall.Ge

5. ტრიუმფი მადრიდის "რეალთან" ერთად

მადრიდის "რელმა" ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში 12-ჯერ მოიგო. რონალდოსთან ერთად კი კლუბმა აღნიშნულ წარმატებას სამჯერ მიაღწია. "რეალი" გახდა ასევე ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო.

Sportall.Ge

4. 5-გზის ოქროს ბურთის მფლობელი

2017 წელს კრიშტიანომ "ოქროს ბურთი" კარიერაში მეხუთედ მოიპოვა. რონალდომ ამ მომენტს თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა.

Sportall.Ge

3. ყველაზე ცუდი მომენტი კარიერაში

ალბათ, ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს ახსოვს რონალდოს ინციდენტი უეინ რუნისთან, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა. 2006 წლის მუნდიალზე მეოთხედფინალურ მატჩში "შრეკი" მოედნიდან მიაბრძანეს. რიკარდო კარვალიოსთან დაჯარიმების შემდეგ რონალდო რუნის გაძევებას ითხოვდა. იმხანად, ფეხბურთელები თანაგუნდელები იყვნენ და მათი შერიგება თვით სერ ალექს ფერგიუსონმაც ძლივს მოახერხა.



2. მსოფლიოს სარეკორდო ტრანსფერი

დღეისთვის, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ბრაზილიელი ნეიმარია, თუმცა, როდესაც კრიშტიანო "რეალში" გადავიდა, იგი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი იყო. მის სანაცვლოდ "სამეფო კლუბმა" 80 მილიონი ფუნტი გადაიხადა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" მის წარდგენას 80 000 ადამიანი დაესწრო.

Sportall.Ge

1. 2016 წლის ევროპის ჩემპიონობა

რონალდოს ყველაფრისთვის ჰქონდა მიღწეული, თუმცა სანაკრებო დონეზე ჯილდოები აკლდა. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში კი მისმა პორტუგალიის ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევროპის კონტინენტის საუკეთესო ნაკრების წოდებაც მოიპოვა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაოო, “ფენომენი”?! ???
zviad
03:33 07-02-2018
2

სიახლეები პოპულარული