რონალდო: ზოგიერთ ისეთ რამეებს ვეღარ ვაკეთებ, რასაც 20 წლისა ვაკეთებდი

AutoSharing Option
"რეალის" ლიდერმა რონალდომ As-ს განუცხადა, რომ კვლავაც მაღალ მიზნებს ისახავს და ამისათვის მუდამ მობილიზებული უნდა იყოს:

"ცხოვრება - ეს მრავალ ასპექტში გამოწვევაა. ვცდილობ ფორმის პიკზე ვიყო, რადგან ეს ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის 100%-ით მზად უნდა ვიყო, ვინაიდან პირადად ჩემთვისაა აუცილებელი.

ფორმის პიკზე ყოფნა მსხვერპლს მოითხოვს. მე ზოგიერთ ისეთ რამეებს ვეღარ ვაკეთებ, რასაც 20 წლისა ვაკეთებდი. საჭიროა შეეცადო და იპოვნო სწორი ბალანსი. ახლა ყველაფერს მცირე დეტალები წყვეტენ.

ამბიციური ვარ. ადამიანებმა თავიანთი ოცნებისაკენ უნდა იარონ. ჩემი ოცნება ავისრულე, თუმცა კიდევ მრავალი მიზანი
მაქვს. მსურს სრულყოფა გავაგრძელო და მაღალი მწვერვალები დავიპყრო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული