ასენსიოს "რეალის" ხელმძღვანელობამ შეატყობინა, რომ გუნდს პოჩეტინიო ჩაიბარებს

AutoSharing Option
El Chiringuito-ს ჟურნალისტმა ხოტა ხორდიმ, რომელიც ბლანკოსის ნახევარმცველის მარკო ასენსიოს აგენტია, თქვა, რომ გუნდს მომავალში "ტოტენჰემის" ამჟამინდელი თავკაცი მაურიციო პოჩეტინიო ჩაუდგება სათავეში.

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მარკო "სამეფო გუნდში" თავს კარგად არ გრძნობს, რადგან სტაბილურად არ უწევს თამაში. მას პროგრესირება უნდა და თავის წარმომადგენლებს უთხრა, რომ დროა სხვა გუნდი მოძებნოს.

ეს კლუბის ხელმძღვანელობამ შეიტყო და განუცხადეს, რომ სიმშვიდის შენარჩუნება მართებს, მწვრთნელს, რომელთანაც მოუწევს მუშაობა, მისი სჯერა და პროექტის წამყვან ფიგურად მიიჩნევს. ეს მაურიციო პოჩეტინიოა",-განუცხადა ხორდიმ "დონ ბალონს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული