02:11 19-02-2018
"რეალმა" "ბეტისი" 5:3 დაამარცხა, მარსელომ კი ტრავმა მიიღო[VIDEO]
AutoSharing Option
ძალიან დაძაბული გამოდგა სევილიაში ადგილობრივი "ბეტისისა" და "რეალის" მატჩი (მსაჯმა 8 ფეხბურთელი გააფრთხილა), რომელსაც 53 486 მაყურებელი დაესწრო. ანგარიში მე-11 წუთზე მარკოს ასენსიომ გახსნა, მერე ბლანკოსის მცველმა მარსელომ ბარძაყის ტრავმა მიიღო და თეო ერნანდესმა შეცვალა. 33-ე წუთზე აისა მანდიმ კეილორ ნავასს საპასუხო გოლი გაუტანა, ხოლო 37-ეზე ნაჩომ ავტოგოლი მიითვალა.
შესვენების შემდეგ სერხიო რამოსმა, ასენსიომ (ეს რეალის პრიმერაზე მე-6 000 გოლი იყო) და რონალდომ დალაშქრეს მასპინძელთა კარი, მაგრამ ანდალუსიელებმა ბოლომდე იბრძოლეს და 85-ე წუთზე სერჟიო ლეონმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. ეგ იყო და ეგ, ედერ სარაბიას გუნდმა ვეღარ მოახერხა ფრის მიღწევა, მსაჯის კომპენსირებულ დროში კარიმ ბენზემამ კიდევ ერთხელ დაამწუხრა მასპინძლები (ეს ჩემპიონატზე ნოემბრის შემდეგ მისი პირველი გოლი გახლდათ) და შეხვედრა არასაფეხბურთო ანგარიშით 3:5 დასრულდა. "რეალმა" უკანასკნელ 5 მატჩში 19 გოლი გაიტანა.
სერხიო რამოსმა კარიერაში ლა ლიგაზე 162-ე ყვითელი ბარათი მიიღო და "ხიმნასტიკის" ფეხბურთელის ალბერტო ლოპოს რეკორდი გაიმეორა. ის პრიმერაზე მოედნიდან 19-ჯერაა გაძევებული.
"სამეფო გუნდი" ოთხშაბათს პრიმერაზე გადატანილ შეხვედრაში "ლეგანესს" ხვდება.
24-ე ტურში ლიდერთა ჯგუფის ყველა გუნდმა იმარჯვა და სატურნირო მდგომარეობა არ შეცვლილა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ავშენდით სხვა ქვეყანას საზრუნავი არ აქვს---ასეთი ცნობები ხშირად მოგვაწოდეთ ხოლმე,,,,,,,,,,,,,(((((((((((((
0
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული