"ვასკესი და ასენსიო ჩემთვის მუდამ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იყვნენ. გამახარა ლუკასის გოლმა. მან ეს დაიმსახურა. ორივე ჩინებულად გაისარჯა, ისევე როგორც მთელი გუნდი.
კოვაჩიჩსაც შევაქებ. ამ სეზონში ხშირად არ უწევს თამაში, მაგრამ დღეს ურიგოდ არ უასპარეზია. ბეილითაც კმაყოფილი ვარ. არ უნდა ვიჩქაროთ, ნაბიჯ-ნაბიჯ გვმართებს წინსვლა.
გადატვირთული კალენდარი გვაქვს და ამიტომ მივმართავ როტაციას. გუნდი ფორმაში შევიდა. ჩემი ფეხბურთელების იმედი მაქვს. გასულ სეზონშიც ბევრი გოლები გაგვქონდა მატჩების ბოლოს. ბიჭებს რწმენა დაუბრუნდათ, თვითდაჯერებულები