"ჩემს გუნდს ყველაფერში ცოტ-ცოტა უჭირდა. პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმშიც ვერ ავაწყვეთ თამაში.
რატომ ვიასპარეზეთ მეორე ტაიმში უარესად? ფეხბურთი ხანდახან ძნელი გასაგებია. 5 წარმატებული მატჩის შემდეგ დღევანდელი შეხვედრა ჩავაგდეთ. არ დაგვიმსახურებია წაგება, ეს ძალზედ მტკივნეულია. მეტოქეს ცოტა მომენტები ჰქონდა. ჩვენთვის ცუდი შედეგია.
0:0-ზე მოგება გვინდოდა და სერხეიო რამოსმა შეტევაში აიწია. გოლი კომპენსირებულ დროში გავუშვით. ამხელა ძალისმევის მერე დამარცხება გულდასაწყვეტია".