"ატლეტიკომ" ანტუან გრიზმანის პოკერით "ლეგანესი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 26-ე ტურში "ატლეტიკომ" საკუთარ მოედანზე "ლეგანესი" დაამარცხა (4:0). პოკერი ანტუან გრიზმანმა შეასრულა.

მას კიდევ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ერთხელ ბურთი ძელს გაარტყა, ერთხელ კი მეკარესთან პირისპირ გასულმა შანსი ხელიდან გაუშვა. გრიზმანმა წინა მატჩში "სევილიასთან" ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ამ შეხვედრაში ანტუანის პირველი გოლი მე-100 იყო როხიბლანკოში. ეს მან 192 მატჩში მოახერხა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ საიტის ადმინისტრაციამ მიაქციოს ყურადღება გუნდების ცხრილს, ცოტა უკეთესად დათვლაც შეიძლება!
მიხა
01 მარტი 2018 12:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული