კატალონიელთა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ამ ხმებს ფანტასტიკის ჟანრი უწოდა. გუშინ კი ჟურნალისტები აზრს "ბარსელონას" ნახევარმცველ ივან რაკიტიჩს დაეკითხნენ.
"ნეიმარს ჩემთვის დაბრუნების შესახებ არაფერი უთქვამს. მაგრამ, მას თუ ჩვენთან გადმოსვლის სურვილი გაუჩნდება, ამას მხოლოდ მივესალმები.
მე მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა და ყოველთვის ვისურვებდი, რომ მისნაირ შესანიშნავ მოთამაშესთან ერთად ვიასპარეზო", - აღნიშნა რაკიტიჩმა.