რაზე დაენაძლევა კრიშტიანო რონალდო თანაგუნდელებს?

AutoSharing Option
ესპანური "მარკას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო თავის თანაგუნდელებს დაენაძლევა, რომ ლიონელ მესის პიჩიჩისთვის (ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი) ბრძოლაში დაამარცხებდა.

ეს კი მაშინ მოხდა, როდესაც არგენტინელი პორტუგალიელს 13 ბურთით უსწრებდა. ახლა კი სხვაობა მხოლოდ 3 გოლია.

კრიშტიანოს სეზონის სტარტი ჩაუვარდა, თუმცა 2018 დასაწყისიდანვე საქმეს მიხედა და მატჩების უმეტესობაში მინიმუმ დუბლს ასრულებს.

გუშინდელ შეხვედრაში "ხირონასთან" მან სულაც პოკერი მიითვალა. მესის ანგარიშზე 25 გატანილი ბურთია, რონალდომ მეტოქე გუნდის მეკარეები კი 22-ჯერ დაამწუხრა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველა თანაგუნდელი რონალდუს ტენის ბურთს, რომ გაიტანოს და ვირას დაენიძლავა? :)
გიორგი
15:04 19-03-2018
11
სხვათაშორის პენალტების დარტყმასაც უთმობს შიგადაშიგ გუნდელებს, ბენზემას მაგალითად, თორე 23 ექნებოდა.
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული