ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" გადასვლა-არგადასვლას მუნდიალამდე გადაწყვეტს

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" აპირებს გადასვლას. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან კატალონიურ კლუბთან უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები. როხიბლანკოს მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ამის შესახებ თქვა, დღეს ის ჩვენთანაა, ხვალე კი იქნება ხვალეო. მოკლედ, ისე გამოუვიდა, ხვალისამ ხვალ იკითხოსო. თუმცა, ჩოლომ თადარიგი უკვე დაიჭირა, მადრიდში ჩასულ "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალას შეხვდა და მოლაპარაკება აწარმოა.

თავად გრიზმანმა "ეკიპს" განუცხადა, რომ თავისი მომავლის შესახებ ყველაფერი მსოფლიოს ჩემპიონატამდე უნდა გაარკვიოს, რათა რუსეთში მშვიდად გაემგზავროს და ჟურნალისტებმა იქ ზედმეტი კითხვებით არ შეაწუხონ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გრიზმანი ბარსაში გადავა ბარსა 7ნომერს გრიზმანს უნახავს მაგიტომ არ მისცა კოუტინიოს თორე ფილიპეს უნდოდა 7ნომერი
ტოტტი
09:43 22-03-2018
0

სიახლეები პოპულარული