უმტიტი ხელფასის მომატებას ითხოვს და "ბარსელონადან" წასვლით იმუქრება

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების 24 წლის მცველი სამუელ უმტიტი "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს აცხადებს.

საქმე იმაშია, რომ უმტიტი ანაზღაურების მომატებას ითხოვს. მას უნდა გუნდში ლეო მესის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს და ისეთივე გასამრჯელო ჰქონდეს, როგორიც ანდრეს ინიესტას და ლუის სუარესს აქვთ. რა თქმა უნდა, "ბარსა" მის მოთხოვნას გადაჭარბებულად თვლის.

უმტიტის სამსახურით "მანჩესტერია" დაინტერესებული, რომლის მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ პირადად დაურეკა ფეხბურთელს.

სამუელს ასულგრანასთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი კლაუსულა კი 60 მილიონი ევროა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული