ანტუან გრიზმანი "ბარსელონას" კონტრაქტზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა.

გამოცემა ამტკიცებს, რომ მისი შეძენის სურვილი "მანჩესტერს" აქვს და მზადაა ტრანსფერში 88 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, მაგრამ ფეხბურთელს "ბარსაში" სურს კარიერის გაგრძელება და კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულების დეტალები შეათანხმა.

ადრე იუწყეს, რომ როხიბლანკომ და "ბარსამ" გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებით ჯენტლმენური შეთანხმება დადეს - კატალონიური კლუბი "ატლეტიკოსა" და გრიზმანს შორის მოლაპარაკებაში არ ჩაერევა, თუმცა, თუ გრიზმანმა არ ისურვა კონტრაქტის გაგრძელება, მაშინ მადრიდელები ამის შესახებ "ბარსელონას" შეატყობინებენ.

გრიზმანმა ამ სეზონში ლა ლიგას 26 მატჩში 17 გოლი
გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველა ტრანსფერი მაინც გამართლებაა; მაგალითად კოუტინიო და განსაკუთრებით დემბელე, ჯერჯერობით ერთად არ თამაშობენ 10 მილიონად ნაყიდის ფასს
Vaso
09:05 02-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული