ზაფხულში "ბარსელონა" შემადგენლობას გადაახალისებს

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "ბარსელონა" ზაფხულში შემადგენლობას გადაახალისებს, არასაჭირო ფეხბურთელებს გაასხვისებს და "ატლეტიკოს" ფორვარდის, ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება.

კერძოდ: გუნდს დატოვებენ ნახევარმცველი ანდრე გომეში, რომლის სამსახურით "მილანია" დაინტერესებული და მცველი ალეიშ ვიდალი. "გრემიოდან" არტურის გადაყვანის გამო ჯერ უცნობია ჰავბეკის, დენის სუარესის მომავალი. შეიძლება გამოემშვიდობონ თავდამსხმელ პაკო ალკასერს, ვისაც ნავსაყუდელის გამოცვლა არ სურს. თუ მცველი სამუელ უმტიტი წავიდა, მის შემცვლელად "აიაქსიდან" მატიას დე ლიგტს გადაიბირებენ, იერი მინას კი იჯარით გაუშვებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული