დიეგო სიმეონე: "რეალთან" ფრით ძალიან უკმაყოფილო ვარ

AutoSharing Option
ლა ლიგას 31-ე ტურში "ატლეტიკო" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" დაუზავდა (1:1). ნამატჩევს როხიბლანკოს მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ შედეგით იმედგაცრუება ვერ დამალა:

"შედეგით ძალიან უკმაყოფილო ვარ. აუცილებლად მოგება გვჭირდებოდა. მხოლოდ მოგება გვიტოვებდა ოქროს მედლებისთვის "ბარსელონასთან" ბრძოლის შანსს".

ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე სიმეონეს გუნდი "ბარსას" 11 ქულით ჩამორჩა, "ვალენსიამ" კი საკუთარ მოედანზე "ესპანიოლი" 1:0 დაამარცხა, მესამე ადგილზე მოკალათდა და ახლა ბლანკოსი მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული