"რეალი" კარიმ ბენზემას 70 მილიონად ყიდის

AutoSharing Option
როგორც ადრე არაერთხელ იუწყეს, "დიარიო გოლიც" ამტკიცებს, რომ "რეალი" თავდამსხმელ კარი ბენზემას გაყიდვას უპირებს, თანაც აუცილებლად.

ფასიც დაუდიათ 30 წლის კარიმისთვის - 70 მილიონი ევრო და არც ერთი ცენტით ნაკლები. ეგაა, მისი პერსონით ჯერ მხოლოდ "არსენალია" დაინტერესებულია და ისიც ამხელა თანხის გადამხდელი ნამდვილად არაა.

"მეთოფეებმა" განაცხადეს, რომ 40 მილიონზე მეტს არ გადაიხდიან.

მიმდინარე სეზონში ბენზემას ანგარიშზე 36 მატჩში 9 გატანილი გოლი და 11 გაკეთებული გადაცემაა და კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ორი კაპიკიც არ ღირს და ამაში თუნდაც 40 მილიონს ვინ გადაიხდის. ოციდან ერთი შეიძლება თავისითაც შევარდეს კარში და რაც "რეალმა" ამის ფეხმრუდობით შეგნებულად თუ შეუგნებლად ქულები დაკარგა, ახლა "ბარსას" არ უნდა ჩამორჩენოდა. ერთი ცხრა ქულა მარტო მე მახსოვს სადაც მილიონ პროცენტიანი ან მეკარეს გაარტყა ან ძელს და საერთოდ ააცილა კარს. ეს ჯართი ადრეც უნდა მოეშორებინათ.
............
18:08 10-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული