"რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონასთან" შეხვედრა უნდათ, თუმცა ჯერ ფინალში გასვლაა საჭირო, ნახევარფინალში კი, ალბათ, როგორც ყოველთვის, "ბაიერნს" დაუპირისპირდებიან. მან გულშემატკივრებს შეახსენა, რომ ამ სეზონში სუპერთასზე "ბარსას" ორჯერ სძლიეს: სტუმრად 3:1 და სახლში 2:0 (ლა ლიგაზე 0:3 წაგება "დაავიწყდა").
დონ ფლორენტინომ განაცხადა, რომ "იუვენტუსთან" რონალდოს გოლი თვით ესპანეთის ყოფილმა მეფემ, ხუან კარლოსმა პირადად მიულოცა.
ცნობისათვის, ყოფილი მონარქი "ბლანკოსის" ქომაგია, მისი მემკვიდრე ფელიპე კი - "ატლეტიკოსი".