ლუის სუარესი: იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ჩემპიონობა არაფერს არ ნიშნავს

AutoSharing Option
ლა ლიგას მორიგ ტურში "ვალენსიას" დამარცხების (2:1) შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა გააკეთა:

"ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობის მერე კარგი მატჩის ჩატარებას შევეცადეთ. 3 ქულა მოვიპოვეთ. ესაა მთავარი. მიზნისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. ჩინებული უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ახლა შემდეგ შეხვედრაზე ფიქრი გვმართებს.

ვერ ვიყავით ხასიათზე და სწრაფი გოლის გატანა გვესაჭიროებოდა. დაუმარცხებელი სერია? რეკორდები ემხობა. ვიცით, გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან, ჩვენც გვიჭირს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ჩემპიონობა არაფერს არ ნიშნავს".

ცნობისათვის, 99 787-ადგილიან "კამპ ნოუზე" გამართულ ამ თამაშს 69 544 მაყურებელი დაესწრო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Magaria luis suaresi
Miriani
21:33 15-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული