"რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბილბაოსთან" წაგებას რონალდომ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 33-ე ტურში "რეალი" საკუთარ მოედანზე "ბილბაოს" დაუზავდა (1:1).

"სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ამჯერად როტაციას არ მიმართა, 4-4-2 ტაქტიკა აირჩია, ისკო და კაზემირო სათადარიგოთა შორის დატოვა და ლუკას ვასკესი და მარკო ასენსიო დააყენა ძირითად შემადგენლობაში.

ანგარიში მე-14 წუთზე ინაკი ვილიამსმა გახსნა, 87-ე წუთზე კი რონალდომ ქუსლით ულამაზესი დარტყმით საპასუხო გოლი გაიტანა.

პრინციპში, "რეალს" ეს მატჩი უნდა მოეგო, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა და თანაც, მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე არისაბალაგა.

რონალდომ თავის კლუბში ბოლო 12 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა, რაც
შთამბეჭდავი შედეგია.

"ატლეტიკი" პირველად 13 წლის შემდეგ არ დამარცხდა სტუმრად ბლანკოსთან.

"რეალი" 68 ქულით მე-3 ადგილზეა და "ატლეტიკოს" 3 ქულით ჩამორჩება, რომელიც დღეს სან სებასტიანში "სოსიედადს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული